Belive

იურგენ კლოპი: "გუნდიდან გაშვების არ მეშინია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გუშინ პრემიერ ლიგაში ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ლივერპული" დაუპირისპირდნენ. აღნიშნული მატჩი "ეტიჰად სთეიდიუმზე" გაიმართა და მასპინძლებმა მერსისაიდელები 4:1 დაამარცხეს.

ბუნებრივია, რომ აღნიშნული შედეგი "ლივეპულის" გულშემატკივრისთვის მიუღებელია და მაშინვე გაჩნდა მოთხოვნები იურგენ კლოპის გუნდიდან გაშვების საკითხზე. გერმანელმა სპეციალისტმა კი განაცხადა, რომ "ლივერპულის" დატოვების არ ეშინია.

"გუნდიდან გაშვების არ მეშინია... არა. ახლა შიში უადგილოა. მე საქმეში სრულად ვარ ჩართული და პრობლემა უნდა მოვაგვაროთ. ასე თამაში აღარ უნდა გავაგრძელოთ. გამოსავალი უნდა მოვძებნოთ." - განაცხადა იურგენ კლოპმა

მიმდინარე სეზონი "ლივერპულისთვის" არც ისე კარგად მიმდინარეობს. მერსისაიდელები საკმაოდ შორს არიან მათი ოპტიმალური ფორმიდან. "სქაუზერები" ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნენ და ვერც პრემიერ ლიგაში ასპარეზობენ დამაჯერებლად. 29 ტურის შემდეგ, იურგენ კლოპის გუნდს 42 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები