იუნაიტედს სეზონის სტარტზე ახალგაზრდა მოთამაშეები გამოაკლდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედისთვის" პრემიერ ლიგის ჯერ არგახსნილი სეზონი უკვე არასასიამოვნოდ იწყება. "წითელ ეშმაკებს" ორი ახალგაზრდა მოთამაშე დააკლდებათ.
USA Tour-ის ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ახალწვეული იოროსთვის მძიმე აღმოჩნდა. ახალგაზრდა მცველი მანჩესტერულ კლუბს სამი თვის განმავლობაში გამოაკლდება. შეგახსენებთ, რომ ლენი "იუნაიტედმა" "ლილიდან" 52 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.
"წითელი ეშმაკების" ლაზარეთში კიდევ ერთი ახალგაზრდა მოხვდა. ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რასმუს ჰოილუნი 6 კვირა იუქმებს.
🚨 OFFICIAL: Manchester United confirm Leny Yoro is out for three months with a foot injury.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 1, 2024
Rasmus Højlund, out for 6 weeks with a hamstring problem. pic.twitter.com/5zKSBeJtfd
პრემიერ ლიგის სეზონის გახსნამდე "იუნაიტედს" "სიტის" წინააღმდეგ მანჩესტერული დერბი ელის. აღნიშნული მატჩი Community Shield-ის ეგიდით გაიმართება, რომელიც 10 აგვისტოს 18:00 საათზე არის ჩანიშნული.