"იუნაიტედის" მესამე ფორმა სოციალურ ქსელში დაცინვის ობიექტი გახდა
TikTok-ზე "მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე ფორმა გავრცელდა, ფანები ფიქრობენ, რომ ის მეკარის მაისურს ძალიან ჰგავს. "იუნაიტედის" საშინაო და გასვლითი მაისურები უკვე გამოსულია და ფეხბურთელებმა წინასასეზონო მატჩები სწორედ ამ მაისურებით გამართეს. სტრიმერმა castro10121 TikTok-ის საშუალებით გაავრცელა ვიდეო, სადაც მანჩესტერული კლუბის ახალი ფორმით პოზირებს. მან საკუთარ მაყურებელს არ გაუმხილა თუ საიდან მიიღო აღნიშნული მაისური. "ნუ მკითხავთ, როგორ მივიღე, მაგრამ მივიღე." მაისური, იუნაიტედის ოფიციალური მიმწოდებლის Adidas-ის მიერ არის დამზადებული და დაფინანსებულია TeamViewer-ისგან. მესამე ფორმას განსაკუთრებული ყვითელი ფერი აქვს და ორნამენტები გასდევს მკლავებზე.
მიუხედავად იმისა, რომ ეს სათამაშო მაისური ოფიციალურად არ გამოსულა, გულშემატკივრებისგან დაცინვა მაინც დაიმსახურა. ფანების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ფორმა მეკარის სათამაშო ეკიპირებას ძალიან ჰგავს. "იუნაიტედის" კარის დარაჯები მსგავსი მაისურებით 2015/2016 და 2021/2022 წლების სეზონებში თამაშობდნენ.Personally, I find the third Manchester United kit for the 22/23 season insulting. pic.twitter.com/Knza5LdZHL — Heinz Johann (@HeinzJohann29) July 28, 2022