იუნაიტედის განცხადება - რონალდუ ჩელსისთან მატჩში გუნდის განაცხადში არ იქნება
,,მანჩესტერ იუნაიტედის'' განცხადებით, გუნდის თავდამსხმელი, კრიშტიანუ რონალდუ, პრემიერლიგის მე-13 ტურში, ლონდონის ,,ჩელსისთან'' შეხვედრაში არ ითამაშებს.
,,შაბათს ,,ჩელსისთან'' მატჩში, კრიშტიანუ რონალდუ ,,იუნაიტედის'' შემადგენლობაში არ იქნება. გუნდის დანარჩენი ნაწილი შეხვედრის მზადების პროცესზე ბოლომდეა კონცენტრირებული,'' - წერია განცხადებაში.
ჯერჯერობით უცნობია, დაკავშირებულია თუ არა გუნდის გადაწყვეტილება რონალდუს გუშინდელ საქციელთან - პორტუგალიელმა, რომელიც ,,ტოტენჰემთან'' მატჩში სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანი მატჩის მიწურულს ნაადრევად დატოვა.
მიმდინარე სეზონში კრიშტიანუს ანგარიშზე ,,წითელი ეშმაკების” მაისურით ჩატარებულ 12 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
პრემიერლიგაში გამართული 10 მატჩის შემდეგ, ,,იუნაიტედი” 19 ქულით სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაზეა და პირველადგილოსან ,,არსენალს” 8 ქულით ჩამორჩება.
Cristiano Ronaldo won't be part of Manchester United's squad against Chelsea, the club have announced 😳 pic.twitter.com/3WOOdizODY
— GOAL (@goal) October 20, 2022