Belive

იუნაიტედი ლინგარდის და ანდრეას პერეირას გაშვებას გეგმავს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეების განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" გარშემო არაერთი სიახლე იწერება. საუბრები მიდის ახალი ფეხბურთელების შეძენაზე. "ეშმაკების" ბოსებს, გუნდში, ტომას ლემარისა და ობამეიანგის მოყვანა სურთ. იმ შემთხვევაში თუ ეს ორი ტრანსფერი შედგება, მანჩესტერელთა წინა ხაზი საკმაოდ გადატვირთული იქნება. აქედან გამომდინარე შესაძლოა, გუნდი რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს. "BBC სპორტზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს "იუნაიტედი" განიხილავს აბსოლიტურად ყველა შეთავაზებას, რომლებიც ჯესი ლინგარდს და ანდრეას პერეირას შეეხება. ლინგარდს "ეშმაკებში" კარგი დრო არ უდგას. სოციალურ ქსელში არაერთი სახუმარო სტატია და ვიდეო ვრცელდება. რაც შეეხება პერეირას, იგი გუნდს ფაქტიურად ვერ შეეწყო და მთავარი მწვრთნელი, მას თითქმის არ ენდობა. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სხვა სტატიები