Belive

იტურალდე გონსალესი ალვარესის გაუქმებულ პენალტზე: ,,შეთქმულების თეორიების არ მჯერა''

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ყოფილმა ესპანელმა მსაჯმა, იტურალდე გონსალესმა, ,,ატლეტიკოსა'' და ,,რეალის'' მატჩში ხულიან ალვარესის გაუქმებულ პენალტზე ისაუბრა:

,,როცა წონასწორობას კარგავ, შეიძლება, ბურთთან შეხება ვერ იგრძნო. VAR-ის ოთახში ყველაფერს კარგად ხედავენ.

შეთხმულებს თეორიების არ მჯერა და ალბათ, ალვარესი ბურთს მართლაც 2-ჯერ შეეხო. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა იმ გამოსახულების ჩვენება, რაზეც დაყრდნობითაც თამაშის წესების დაღვევა დაფიქსირდა.'' - იტურალდე გონსალესი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკო'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ლონდონის ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები