დიდი ალბათობით, "ბარსელონას", "პსჟ-ს" და "ინტერის" ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო მოტა "ჯენოას" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება.
Tuttomercato-ს ცნობით, ინფორმაცია ოფიციალურად 22 ოქტომბერს დადასტურდება, მას მერე, რაც ანდრეა ანდრეასოლის კლუბის ხელმძღვანელობა გაათავისუფლებს.
იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ჯენოაში" 2008-09 წლებში თამაშობდა.
აქამდე მოტას "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდულ გუნდში უმუშავია, თუმცა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა არასდროს დაუკავებია.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გენუური გუნდის ხელმძღვანელად მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილი დამრიგებელი მასიმო კარერა განიხილებოდა.
იტალიის სერია A-ში, 9 ტურის შემდეგ "ჯენოას" 5 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-19 პოზიციაზე იმყოფება.