Belive

იტალიური მედია: სანდრო ტონალის ნიუკასლში ტრანსფერი გადაწყვეტილია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, "მილანის" და იტალიის ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, სანდრო ტონალი უდიდესი ალბათობით საკლუბო კარიერას ინგლისის პრემიერ ლიგაში, კერძოდ კი "ნიუკასლში" გააგრძელებს.

ირკვევა, რომ "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თავად ტონალის ანაზღაურება ყოველწლიური 8 მილიონი ევრო იქნება, მაშინ როცა "მილანში" ის მხოლოდ 2.5 მილიონს იღებდა.

სანდრო ტონალი "მილანმა" 2020 წლის 9 სექტემბერს, "ბრეშადან" შეუერთდა და 1 სეზონის განმავლობაში ყოფილ კლუბში იჯარის წესით დარჩა, 2021 წლის 30 ივნისს კი ახალი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა და 130 მატჩში 7 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს, 2021/22 წლების სეზონში სერია A-ს მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები