ისტორიაში პირველად | სტამბოლურ დერბის თურქი მსაჯი არ განსჯის
24 თებერვალს, თურქეთის ჩემპიონატში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე "სკანდალური" - სტამბოლური დერბი გაიმართება, სადაც "გალათასარაი" შინ "ფენერბაჰჩეს" უმასპინძლებს.
ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური დერბი კიდევ უფრო მწვავე და სკანდალური მას შემდეგ გახდა, რაც "ფენერბაჰჩეს" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა.
თურქულ ფეხბურთში სკანდალური ბოლო პერიოდის გამო, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ, პრევენციის მიზნით გადაწყვიტა, რომ სტამბოლურ დერბიზე თურქი მსაჯი არ ამსაჯონ, სწორედ ამიტომ, "გალა" "ფენერის" დაპირისპირებას ისტორიაში პირველად არათურქი მსაჯი, სლოვენიელი - სლავკო ვინჩიჩი გაუძღვება.

სლავკო ვინჩიჩი ამ მატჩზე სლოვენიელ მსაჯებთან ერთად იმუშავებს, ხოლო მეოთხე, VAR-ის ჯიხურში კი თურქი - კადიმ საგლამი იმუშავებს, რომლის დანიშვნასაც სოციალურ ქსელში დიდი ამბები მოჰყვა.
თურქი გულშემატკივრები კადიმ საგლამის "გალათასარაის" გულშემატკივრობასა და კონკრეტულ თამაშებში მათ დახმარებას ედავებიან.
მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლურ დერბიში, პირველად არ იმსაჯებს თურქი მსაჯი, მაინც ძალიან მწვავე თამაშია მოსალოდნელი, ამ ყველაფერს კი სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო ამწვავებს.
23 ტურის შემდეგ, "გალათასარაი" 63 ქულით პირველ პოზიციას იკავებს, "ფენერბაჰჩე" კი 57 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება.
სტამბოლური დერბი 24 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.