Belive

ისტორიაში პირველად - სომხური გუნდი ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ისტორიაში პირველად სომხურმა გუნდმა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. გუშინ, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ალაშკერტმა" შინ ყაზახური "კაირატი" 120-წუთიან ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა. ამ გამარჯვებით, სომხეთის ჩემპიონმა კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება გაინაღდა. "ალაშკერტი" ევროპა ლიგის ბოლო შესარჩევ ეტაპზე "რეინჯერსს" შეხვდება, შოტლანდიელებთან მარცხის შემთხვევაში კი, გუნდი სწორედ კონფერენს ლიგის ფინალურ ეტაპზე გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 4-ვე წარმომადგენელი ევროტურნირებს გამოეთიშა. "გაგრა" და "დილა" პირველივე ეტაპზე დამარცხდნენ, "დინამო თბილისი" კი ჯერ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა "ნეფთჩისთან", შემდეგ კი, თბილისურმა გუნდმა კონფერენს ლიგაზე "მაკაბი ჰაიფასთან" ორი მატჩის ჯამში 7:2 წააგო და ევროსარბიელი დაასრულა. ყველაზე წარმატებული წელს "დინამო ბათუმი" იყო. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა 2 ეტაპის გადალახვა მოახერხა, გუშინ კი თურქულ "სივასპორთან" ძირითად დროში გაიმარჯვა და 110-ე წუთზე გაშვებული გოლით დამარცხდა.

სხვა სტატიები