Belive

ისტორია დაიწერა - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ისტორია დაიწერა - კურასაო მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, ის ამავდროულად ყველაზე პატარა ქვეყანაა ვისაც ოდესმე მოუპოვებია მუნდიალის საგზური. კურასაომ საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ მატჩში იამაიკასთან ფრედ 0:0 ითამაშა, მათ ჯგუფი წაგების გარეშე 12 ქულით დაასრულეს და პირველი პოზიციაც დაიკავეს.

კურასაო კარიბის ზღვის პატარა კუნძულია, სადაც მხოლოდ 156 115 ადამიანი ცხოვრობს, მათი ტერიტორია 444 კვადრატული კილომეტრია.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. მუნდიალის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 5 დეკემბერს, ვაშინგტონში გაიმართება.

სხვა სტატიები