"ისკო ბეტისთან კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს" - ფაბრიციო რომანო
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
31 წლის ესპანელმა შემტევმა ნახევარმცველმა ისკომ "რეალ ბეტისისგან" ახალი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო, რომელიც ხელშეკრულების გაგრძელებას 2027 წლის ივნისამდე გულისხმობს. იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით შეთანხმება დასრულდა.
ისკო თავისუფალი აგენტის სტატუსით "ბეტისს" ზაფხულში შეუერთდა 17 თამაში ჩაატარა, რა დროშიც 2 გოლის გატანა მოახერხა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
🚨🟢 Isco has accepted Real Betis new contract proposal to extend deal until June 2027. Agreement completed.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) December 24, 2023
Huge one for Betis after decision to sign Isco as free agent in the summer and his excellent performances. pic.twitter.com/H2mrFop5sz