Belive

IShowSpeed იამალს მიმართავს: "გთხოვ, მოუგე ფინალი მესის და გადამარჩინე..."

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს ერთ-ერთმა ყველაზე დიდგმა გულშემატკივარმა და ცნობილმა იუთუბერმა - IShowSpeed-მა, არგენტინის ფინალში გასვლის შემდეგ, ლამინ იამალს მიმართა და მესის დამარცხება თხოვა.

„ლამინ იამალ, გთხოვ, დაამარცხე არგენტინა, გადამარჩინე! თუ ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს, როგორც რონალდოს გულშემატკივარს, არაფერი მექნება სათქმელი.

ერთადერთი, რაც დაგვრჩა, ესპანეთის ნდობაა. ლამინ, ჩაეჭიდე. უბრალოდ წადი და მოიგე. დაამარცხე არგენტინა. გთხოვ, ლამინ, გადამარჩინე. ამას კიდევ ერთი წელი ვერ გავუძლებ." - IShowSpeed

პოპულარული ამერიკელი სტრიმერისა და იუთუბერის, IShowSpeed-ის (დარენ უოტკინს უმცროსის) და კრიშტიანუ რონალდუს ურთიერთობა ნამდვილი ინტერნეტ-ფენომენია, რომელიც ფანატიკური თაყვანისცემით დაიწყო და ისტორიულ შეხვედრამდე მივიდა.

სფიდი წლების განმავლობაში თავისი ექსცენტრული, ემოციური ვიდეოებითა და საფირმო „Siuuu“-ს ყვირილით პორტუგალიელის მსოფლიოში ყველაზე ხმაურიან გულშემატკივრად ჩამოყალიბდა, რამაც საბოლოოდ თავად რონალდუს ყურამდეც მიაღწია.

მათმა შეხვედრამ 2023 წლის ივნისში, პორტუგალიის ნაკრების მატჩის შემდეგ, როდესაც აღელვებული სტრიმერი კერპის წინაშე მუხლებზე დადგა და მასთან ერთად ფოტოები გადაიღო, რამაც სოციალური ქსელები დაიპყრო. მას შემდეგ რონალდუ და მისი ოჯახი (განსაკუთრებით კრიშტიანუ უმცროსი) სფიდს პატივისცემითა და სითბოთი ეპყრობიან, ხშირად უგზავნიან საჩუქრებს, ეს ურთიერთობა კი უბრალო ფანობის საზღვრებს გასცდა და თანამედროვე კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მეგობრობად იქცა.

სხვა სტატიები