Belive

ისევ იჯარა - ალვარო მორატა კომოში ითამაშებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი, ალვარო მორატა კომოში ითამაშებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 32 წლის ფეხბურთელი, რომელიც მილანის საკუთრებაა, კომოს იჯარის წესით შეუერთდება (გამოსყიდვის უფლებით). ესპანელი ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის.

მორატამ გასული სეზონი, ასევე იჯარით, გალათასარაიში გაატარა, სადაც 16 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

  • კომო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში განსაკუთრებულად აქტიურობს - ფაბრეგასის გუნდს ზაფხულში 100 მილიონ ევროზე მეტი აქვს დახარჯული.

სხვა სტატიები