Belive

"ის სიტის ტოპ შენაძენია" - პეპ გვარდიოლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგის მე-13 ტურის ცენტრალურ მატჩში, "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა. "ეტიჰადზე" გამართული დაძაბული და სანახაობრივი მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მანუელ აკანჯის შესახებ ისაუბრა და შვეიცარიელი მცველის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

"მანჩესტერ სიტიმ" წარმოუდგენლად მაგარი ტრანსფერი განახორციელა. მას შეუძლია ითამაშოს ფულბექის პოზიციაზე, ასევე შეუძლია დაფაროს ცენტრალური მცველისა და ნახევარმცველის პოზიციები. როდესაც საბოლოო მესამედში შედის, შეუძლია გააკეთოს პასები - ის სწრაფი და ძლიერია. ბეგირისტანმა დიდებული ფეხბურთელი მომიყვანა. - პეპ გვარდიოლა.

სხვა სტატიები