Belive

ირლანდიელი ფანების მტრულ დახვედრას გრილიშმა და რაისმა გოლებით უპასუხეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერთა ლიგის მეორე ჯგუფის პირველ ტურში, ირლანდიის ნაკრებმა დუბლინში ინგლისის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ირლანდიელმა ფანებმა მტრული დახვედრა განსაკუთრებით 2 ფეხბურთელს, ჯეკ გრილიშსა და დეკლან რაისს მოუწყვეს. ერთ-ერთ ბანერზე მათ წარწერაც კი დაახვედრეს: "გველები დაბრუნდნენ".

საქმე ისაა, რომ დეკლან რაისს ირლანდიის ნაკრებში 3 მატჩი აქვს ჩატარებული იქამდე, სანამ ინგლისის ნაკრებს აირჩევდა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდებოდა. ჯეკ გრილიში კი ირლანდიაში ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა და მოგვიანებით მანაც "3 ლომი" ამჯობინა მწვანეებს.

პარადოქსია, რომ დუბლინში შეკრებილმა გულშემატკივრებმა სწორედ იმ ფეხბურთელების გოლებით წააგეს, რომლებიც ყველაზე მეტად არ უყვართ. ირლანდიას მე-11 წუთზე რაისმა გაუტანა და არ იზეიმა, 26-ზე კი გრილიშმა დააფიქსირა საბოლოო ანგარიში და გაიხარა კიდეც, თუმცა მოგვიანებით განაცხადა, რომ გახარების გამომხატველი ჟესტით ირლანდიელი ქომაგების საწინააღმდეგო არაფერი უთქვამს.

სხვა სტატიები