ირაკლი იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდა - Transfermarkt
16 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ექსელსიორის ფეხბურთელის ირაკლი იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა, 22 წლის ნახევარმცველის ფასი თითქმის გაორმაგდა და 3.5 მილიონი ევრო გახდა და ის ამჟამად კარიერის მაქსიმუმზეა. აქამდე ირაკლის ღირებულება 1.8 მილიონ ევროს შეადგენდა.
ირაკლი იეგოიანმა კარიერა აიაქსის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, შემდეგ ტვენტეს ასაკობრივებში ასპარეზობდა, მისი პროფესიონალური დებიუტი კი ვიტესში შედგა, ხოლო გასული წლიდან დღემდე ექსელსიორში თამაშობს.
ირაკლი იეგოიანის სატრანსფერო ღირებულება | Transfermarkt
ირაკლი იეგოიანმა საკლუბო დონეზე მიმდინარე სეზონი შესანიშნავად დაიწყო, გასულ 7 ტურში მან 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.