Belive

ირაკლი ეგოიანმა ისევ გაიტანა | ექსელსიორმა თამაში გადაარჩინა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-19 ტურში ექსელსიორმა ტელსტარი მიიღო და შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. ეს გუნდები მატჩის დასაწყისშიც ცხრილის მეზობლები იყვნენ (ექსელსიორი მე-14/ტელსტარი მე-15) და სიტუაცია არც შეხვედრის დასრულების შემდეგ შეცვლილა.

ირაკლი ეგოიანი ექსელსიორის ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა. მასპინძლები, 57-ე წუთზე უკვე 2 ბურთით აგებდნენ, სწორედ ეგოიანის მიერ 75-ე წუთზე გატანილმა გოლმა მისცა ექსელსიორს შანსი, თამაში გადაერჩინა - ანგარიში ეგოიანის გოლიდან 6 წუთში გათანაბრდა. ქართველმა ფეხბურთელმა (WHOSCORED-სა და SOFASCORE-ის ვერსიით) 6.6-დან 7.3-დე შეფასება დაიმსახურა.

ირაკლი ეგოიანს, ერედივიზიაში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

21 იანვარს, შემდეგ ტურში, ექსელსიორი ალკმაარს სტუმრად დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები