ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი - იოჰან კრუიფი, რომარიოზე ძალიან სახალისო ამბავს იხსენებდა:
"ერთხელ რომარიომ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა მას ვარჯიში გაეცდინა, რადგან მას მშობლიურ ბრაზილიაში კარნავალზე დასწრება სურდა, მე კი მას ვუპასუხე: <<თუკი შენ შემდეგ თამაშზე 2 გოლს გაიტან ნებას დაგრთავ, რომ წახვიდე.>> რომარიომ რეალს 2 გოლი 20 წუთში გაუტანა, თავი შემაცვლევინა და მითხრა: << მწვრთნელო, ჩემი თვითმფრინავი 1 საათში გადის>>.
დღეს, 29 იანვარს ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის - რომარიოს დაბადების დღეა.
ასევე: გავიხსენოთ რომარიოს საოცარი გოლი მადრიდის რეალის კარში.