Belive

ინტერთან გამართული მატჩი პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მილანის "ინტერთან" გამართული მატჩი "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, ხერარ პიკესთვის საიუბილეო აღმოჩნდა - კატალონიელთა ფეხბურთელმა "ბარსას" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ჩაატარა. პიკეს დებიუტი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე 2004 წლის 8 დეკემბერს შედგა - მაშინ ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერ კიდევ "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში თამაშობდა და მისი მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ.
17 წლის პიკეს დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული არ გამოდგა - გუნდი "ფენერბახჩესთან" ანგარიშით 3:0 დამარცხდა, თავად პიკე კი რამდენიმე წელიწადში ჯერ "სარაგოსაში" (იჯარით), ხოლო შემდეგ კი "ბარსელონაში" გამოჩნდა, საიდანაც მისი აღმასვლა დაიწყო. ბარსელონას შემადგენლობაში პიკეს 462 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც მან 40 გოლის გატანა და 9 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. კატალონიელთა შემადგენლობაში მან ჩემპიონთა ლიგის მოგება 3-ჯერ შეძლო. "ჩემპიონთა ლიგამ ჩემს ცხოვრებას ძალიან მნიშვნელოვანი და ემოციური მომენტები შესძინა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი მომენტს, როდესაც ერიკ აბიდალმა უემბლიზე ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა", აღნიშნა პიკემ.

სხვა სტატიები