ინტერი-ვერონას VAR-ის მსაჯი სერია B-ში დააქვეითეს
ლუიჯი ნასკას, რომელიც სერია A-ს VAR-ის მსაჯია, ინტერი-ვერონაში დაშვებული შეცდომა არ აპატიეს და სერია B-ში იმსაჯებს. შაბათს სან სიროზე დამარცხების (2:1) შემდეგ, ვერონას ოფიციალური წარმომადგენლები განრისხებული იყვნენ მსაჯების გადაწყვეტილებით.
მატჩის მიწურულს, როცა ანგარიში თანაბარი იყო, ალესანდრო ბასტონიმ ონდრეი დუდას სახეში იდაყვი ჩაარტყა, ეს ეპიზოდი მთავარმა მსაჯმა, მაიკლ ფაბრიმაც გაატარა და ნასკამაც არ გადაამოწმა, შედეგად მომენტის გაგრძელებას ვერონას კარში დავიდე ფრატეზის გატანილი გოლი მოჰყვა.
ახლა, La Gazzetta dello Sport-ისა და Sport Mediaset-ის თანახმად, ჯანლუკა როკი, რომელიც სამსაჯო საკითხებს აორგანიზებს გაბრაზებულია ნასკაზე და მას სერია A-ს შემდეგ მატჩებზე აღარ დანიშნავს. როკის სიმკაცრის მიზეზი ისიცაა, სეზონის განმავლობაში ეს ნასკასგან დაშვებული პირველი შეცდომა არ იყო, საუბარია ლეჩე-ბოლონიასა და იუვენტუსი-ბოლონიას მატჩებზე.
Gazzetta იტყობინება, რომ ფაბრი არ დაისჯება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან სერია A-ს შემდეგ ტურში იმსაჯოს.
Luigi Nasca, the VAR official of Inter–Hellas Verona, will be sent to Serie B as the missed call on Alessandro Bastoni’s elbow was just ‘the latest error’ he made this season. https://t.co/IIFD7bB1KH #InterVerona #Nasca #VAR #Calcio #SerieA
— Football Italia (@footballitalia) January 7, 2024