Belive

"ინტერი გიორგი მამარდაშვილის შეძენით არის დაინტერესებული" - Sportitalia

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გიორგი მამარდაშვილის შეძენით მილანის "ინტერი" არის დაინტერესებული, ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Sportitalia აქვეყნებს.

იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ ზოგიერთი ტოპ კლუბი, მათ შორის "ინტერი", უკვე მუშაობს მომავალი ზაფხულის ტრანსფერებზე. იტალიური გუნდის გენერალური დირექტორი ჯუზეპე მაროტა კლუბის გაძლიერებას გეგმავს და მეკარის პოზიციაზე კანდიდატურას განიხილავს, მიუხედავად იმისა, რომ იან სომერი შესანიშნავ სეზონს ატარებს, გუნდს მაინც სჭირდება გაახალგაზრდავება და 23 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი ყველაზე რეალური ვარიანტია.

"ვალენსიას" ამჟამინდელი მოთამაშე იტალიური გუნდის ინტერესს იწვევს, მაგრამ როგორც ჩანს "ღამურები" მის დათმობას ჯერჯერობით არ აპირებენ. მაროტას ამ შეთანხმებასთან მისვლა მარტივი არ იქნება, რადგან ესპანური კლუბი მამარდაშვილის 35 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად გაყიდვას არ აპირებს და როგორც გამოცემა წერს "ინტერის" ამჟამინდელ შესაძლებლობებს ღირებულება სცდება. რეალურად ვალენსიელთა კარის დარაჯის სატრანსფერო თანხა სხვა კლუბების კონკრეტული ინტერესებიდან გამომდინარე გაიზრდება, რადგან პრემიერ ლიგის ბევრი კლუბია დაინტერესებული ქართველის შეძენით.

"ინტერის" ხელმძღვანელობის გეგმებში 23 წლის გიორგი მამარდაშვილი სიმონე ინძაგის გუნდის შემდეგი სასტარტო მეკარე უნდა გახდეს. ჯუზეპე მაროტას გეგმა დასახული აქვს და ამ შანსის ხელიდან გაშვება არ უნდა.

სხვა სტატიები