ინტერ მაიამისთან მატჩში გაფუჭებული პენალტის შემდეგ, ალ აჰლიმ ტრეზეგე დააჯარიმა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ალ აჰლიმ გუნდის შემტევს, მაჰმუდ ჰასანს, იგივე ტრეზეგეს, რომელმაც ინტერ მაიამისთან მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გახსნით მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა, ფინანსური ჯარიმა დააკისრა.
როგორც აღმოჩნდა, გუნდში თერთმეტმეტრიანების მთავარი შემსრულებელი ვესამ აბუ ალია, თუმცა ტრეზეგემ წესები დაარღვია და პენალტის დარტყმა თავად გადაწყვიტა.
ეგვიპტური მედიის ცნობით, ფეხბურთელმა სასჯელი მიიღო და თანაგუნდელებსა და მთავარ მწვრთნელს ბოდიშიც მოუხადა.
ალ აჰლისა და ინტერ მაიამის მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა. მომავალ ტურში ეგვიპტელთა მეტოქე პალმეირასი იქნება.
Al Ahly have reportedly fined Trezeguet after the penalty debacle against Inter Miami in the FIFA Club World Cup.
— KickOff Online (@KickOffMagazine) June 16, 2025
Full story ➡️ https://t.co/J6pPfjKXpK pic.twitter.com/AqP919EIN8