Belive

ინგლისში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ 2023/24 წლების სეზონის გათვალისწინებით, საუკეთესო ფეხბურთელი და ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელა.

საუკეთესო ფეხბურთელად "მანჩესტერ სიტისა" და ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, ფილ ფოდენი დაასახელეს.

რაც შეეხება საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს, აქაც აღიარება "მანჩესტერ სიტის" ყოფილ და ამჟამად ლონდონის "ჩელსის" შემტევს, ნაკრების კიდევ ერთი წარმომადგენელს, კოულ პალმერს ხვდა წილად.

ორივე ფეხბურთელმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, ფილ ფოდენმა პრემიერ ლიგის მოგებაც მოახერხა, კოულ პალმერი კი ამ ტურნირის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე გავიდა.

სხვა სტატიები