Belive

ინგლისმა ესპანეთი დაამარცხა და ევრო 2022-ის ნახევარფინალში გავიდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს ქალთა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელსაც ინგლისი მასპინძლობს. გუშინ პირველი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა "ამექს სთეიდიუმზე", სადაც "სამმა ლომმა" ესპანეთის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. 54-ე წუთზე ესთერ გონსალესის გოლის შემდეგ, ელა ტუნმა 84-ე წუთზე გაათანაბრა და ინგლისს შანსები შეუნარჩუნა. მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც ჯორჯია სტენვეიმ ძლიერი დარტყმით შორი მანძილიდან შეძლო მეტოქის კარის აღება და ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა. აღნიშნულ მატჩს "არსენალის" ლეგენდა იან ვრაიტიც ესწრებოდა და გამარჯვების გოლის შემდეგ, ემოციების შეკავება ვერ შეძლო.

იანი ქალთა ფეხბურთს აქტიურად უჭერს მხარს. მან მსგავსი ვიდეო ჯგუფურ ეტაპზეც გამოაქვეყნა, სადაც ინგლისმა ნორვეგია 8:0 დაამარცხა. ინგლისის ნაკრების მეტოქე ჯერ არ გარკვეულა, მისი მომავალი მოწინააღმდეგე შვედეთსა და ბელგიას შორის გამარჯვებული იქნება. ნახევარფინალური შეხვედრა 26 ივლისს 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები