Belive

ინგლისის ნაკრებმა 113-წლიანი რეკოდი გააუმჯობესა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში ინგლისის ნაკრებმა ალბანეთს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა. 2021 წელს გარეტ საუტგეიტის გუნდს 41 გოლი დაუგროვდა (17 მატჩში), რაც ,,სამი ლომის'' ისტორიაში ერთი კალენდარული წლის განმავლობაში გატანილი გოლების რაოდენობით ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ინგლისმა 1908 წელს დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა, როცა 39 გოლი გაიტანა (7 მატჩში). მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო ტურის წინ, ინგლისი 23 ქულით ცხრილის პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან პოლონეთს 3 ქულით უსწრებს.


სხვა სტატიები