Belive

ინგლისის ნაკრების მწვრთნელებს ხელფასის 30% ჩამოაჭრეს

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ორ ყველაზე მაღალანაზღაურებად დასაქმებულს ხელფასის 30% ჩამოეჭრება. ესენი მამაკაცთა და ქალთა ეროვნული გუნდების მთავარი მწვრთნელები, შესაბამისად, გარეთ საუთგეიტი და ფილ ნევილი არიან. ინფორმაციას BBC ავრცელება და წერს, რომ ხელფასის შეზღუდვის მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისია. საუთგეიტის წლიური ანაზღაურება 3 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო ნევილი 300 000-ს გამოიმუშავებს. ამ პერიოდში, შემცირდება ასოციაციაში დასაქმებული სხვა თანამშრონელბის ხელფასიც. რანგის მიხედვით მათ 15 და 7% დააკლდებათ. ამავე დროს, პრემიერლიგის მწვრთნელები ედი ჰაუ, დევიდ მოიესი და გრემ პოტერი ფინანსურ შეზღუდვას თავად ითხოვენ, რათა კლუბებს ფინანსური პრობლემების დაძლევაში დაეხმარონ.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები