Belive

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩებში VAR-ი არ იმუშავებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ლიგის თასის 2023-2024 წლების სეზონის ნახევარფინალურ შეხვედრებში ვიდეორეფერის არ გამოიყენებენ, ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნახევარფინალში მონაწილე ერთ-ერთი გუნდის, ,,მიდლსბროს'' სტადიონზე, VAR-ის სისტემა არ არის, შესაბამისად, რეგლამენტის თანახმად, ვიდეოგამეორება არცერთ ნახევარფინალურ მატჩში არ იქნება.

ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალში ,,მიდლსბრო'' ,,ჩელსის'' ხვდება, ,,ლივერპული'' კი ,,ფულჰემს''. გუნდებს შორის პირველი მატჩები 9-10 იანვარს გაიმართება, საპასუხო კი - 23-24-ში.

ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ,,მანჩესტერ იუნაიტედია'', რომელმაც შარშან ფინალში ,,ნიუკასლს'' მოუგო.