Belive

ინძაგი: ,,ჰოლანდის წინააღმდეგ რაღაც მოვამზადეთ, მაგრამ მთელ გუნდთან გამკლავება მოგვიწევს''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის იბრძოლებს:

,,მანჩესტერ სიტი ახლა მსოფლიოს საუკეთესო გუნდია. ვიცით, როგორი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. ვამაყობთ, რომ ფინალში ვართ და ბოლომდე დავიხარჯებით. სრული კონცენტრაციით ვითამაშებთ, რათა შეცდომები თავიდან ავიცილოთ და მეტოქე მაქსიმალურად შევზღუდოთ.

ეს სეზონის 57-ე თამაშია და წინა 56 მატჩისგან განსხვავდება. ძალიან გრძელი წელი გამოვიდა, იყო აღმასვლები და დაღმასვლები. როცა წარმატებას ვერ ვაღწევდით, ვიზრდებოდით და ვუმატებდით. ფეხბურთელები ბევრს მუშაობდნენ, შრომამ და მონდომებამ აქამდე მოგვიყვანა.

ვიცით, რამდენად ძლიერია ჰოლანდი. მასთან გასამკლავებლად რაღაც მოვამზადეთ, მაგრამ კარგად თამაშია მნიშვნელოვანი, რათა მთელ გუნდს გავუმკლავდეთ.

გვაქვს შანსი, რომ ისტორია დავწეროთ. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, მაგრამ ერთად ვიმუშავებთ, რომ ეს მოხდეს. მოედნის თითოეული სანტიმეტრისთვის ვიბრძოლებთ,'' - განაცხადა ინძაგიმ.

ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა ,,მანჩესტერ სიტისა” და ,,ინტერს” შორის დღეს, სტამბოლში გაიმართება. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები