Belive

ინძაგი: ,,აჩერბიმ თავად გადაწყვიტა, რომ შეტევაში წასულიყო''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ, კატალონიის ,,ბარსელონასთან'' მოგებული მატჩი შეაფასა:

,,პირველ ყოვლისა, მინდა მივულოცო ბარსელონას, ნამდვილად ძალიან ძლიერ გუნდს! მოსაგებად სუპერ ინტერის ხილვა იყო საჭირო - აპლოდისმენტები ამ ბიჭებს, რომლებმაც 2 საოცარი შეხვედრა ჩაატარეს. ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. მათ ჩემთვის ყველაფერი გააკეთეს.

პრობლემები გვქონდა, მაგრამ გულით ყველა დაბრკოლება გადავლახეთ. ვცდილობდით გვეთამაშა იმ თვისებებით, რაც გაგვაჩნია. პირველი მატჩის შემდეგ, გეგმა შევიმუშავეთ, თუმცა თავგანწირვისა და ერთად დგომის გარეშე, ამ ყველაფერს ვერ შევძლებდით. ფინალში თამაში დავიმსახურეთ.

ორ მსოფლიო დონის გუნდთან, როგორიც ბარსელონა და ბაიერნია, 4 საოცარი მატჩი ჩავატარეთ. შესანიშნავია, რომ მიღწეულ წარმატებას საკუთარ ფანებთან ერთად აღვნიშნავთ.

აჩერბის გოლი? მან თავად გადაწყვიტა, რომ თამაშის ბოლო ნაწილში შეტევაში წასულიყო, მაგრამ მე ხელს ვერ შევუშლიდი, რადგან დასაკარგი მაინც აღარაფერი გვქონდა. დაცვაში საოცრად ასპარეზობს და დღეს გადამწყვეტი გოლიც გაიტანა.'' - სიმონე ინძაგი

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,ინტერმა'' ,,ბარსელონა'' დამატებით დროში დაამარცა და ფინალში გავიდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში, რომელიც 31 მაისს, მიუნხენშია ჩანიშნული, ,,ნერაძურის'' მეტოქე ,,პარი სენ ჟერმენი'' ან ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები