ილია თოფურიას თქმით, მომავალ წელს ბრძოლას სანტიაგო ბერნაბეუზე გამართავს
UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, ესპანურ El Chiringuito TV-სთან ინტერვიუში თქვა, რომ 2025 წელს ,,სანტიაგო ბერნაბეუზე'' იჩხუბებს:
მაქს ჰოლოუეისთან ბრძოლა? მათ არ იციან, რამხელა ძალისხმევა დავხარჯე ტიტულის დასაცავად.
რაც შეეხება რეალის სტადიონს, ფაქტია, რომ 2025 წელს ჩემი ბრძოლა სანტიაგო ბერნაბეუზე შედგება.
ილია თოფურია მომავალ ბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 26 ოქტომბერს, UFC 308-ზე, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში შედგება.
BMF-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ, მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია, ,,მატადორი'' კი ბრძოლას დათანხმდა.
ილიას, რომელიც დაუმარცხებელია, კარიერაში 15, UFC-კი 7 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლაში 18 თებერვალს ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა და გახდა პირველი ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ის ქამარს დაეუფლა.