Belive

ილია თოფურია: "ვერ ვითმენ, მინდა რომ UFC-ს ქამარი მალე წარვადგინო ქართველი ხალხის წინაშე..."

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UFC-ს ქართველმა ჩემპიონმა - ილია თოფურიამ, საქართველო - ლუქსემბურგის მატჩამდე "TV იმედთან" ინტერვიუ ჩაწერა, სადაც დღევანდელი, ისტორიული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"სამშობლოში დაბრუნება განსაკუთრებული მომენტია და დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული, მითუმეტეს დღეს, როდესაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული მატჩია. დიდებული დღეა, ეჭვი არ მეპარება, რომ გამარჯვებას მოვიპოვებთ და ვერ ვითმენ, ძალიან მინდა მალე მოვიდეს 9 საათი, რომ გავიდე დინამო არენაზე და ქართველ ხალხთან ერთად წარვადგინო ჩემი ქამარი, ხოლო შემდეგ ერთად ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება.

მე ყოველთვის ვიძახი, რომ შემთხევით არაფერი არ ხდება, ის ფაქტი, რომ დღეს მე ღმერთმა აქ მომიყვანა რომ დავესწრო ამ მატჩს, არ მიტოვებს იმის შანსს და ეჭვის შეტანის უფლებას რომ ვერ მოვიგოთ. მე მგონია, რომ დღეს გავიმარჯვებთ ისე, რომ გოლსაც არ გავატანინებთ და 2:0 მოვიგებთ..." - ილია თოფურია

დღეს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში, საქართველოს ეროვნული ნაკრები ლუქსემბურგს უმასპინძლებს. ნახევარფინალური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება.

მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, UFC-ს ქართველი ჩემპიონი - ილია თოფურია, ქართველ გულშემატკივარს საჩემპიონო ქამარს წარუდგენს.

სხვა სტატიები