Belive

ილია თოფურია: "ჯგუფიდანაც გავალთ"

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

პირველი ქართველი UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია, საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ჩემპიონმა 21 მარტს, საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის მატჩში UFC-ის ქამარი, დინამო არენას წარუდგინა.

კვეკვესკირის გამარჯვების მომტანი გოლის ფონზე, ილია წერს: "ეჭვიც არ მეპარებოდა ჩვენს გამარჯვებაში! ჯგუფიდანაც გავალთ".

თოფურიამ, ლუქსემბურგთან მატჩის დაწყებამდე, შეხვედრის ზუსტი ანგარიშიც გამოიცნო. საქართველოს ნაკრებმა ის თამაში ბუდუ ზივზივაძის დუბლით (2:0) მოიგო, პლეი-ოფის ფინალში კი საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

სხვა სტატიები