Belive

იკერ კასილასი: "ქმნით სასიამოვნო პრიზებს და არ აძლევთ მათ, ვისაც ეკუთვნის"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლიონელ მესიმ The Best Awards-ის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. სამეულში ის ჰოლანდსა და მბაპესთან ერთად იმყოფებოდა და ფავორიტადაც სწორედ ეს უკანასკნელები ითვლებოდნენ, თუმცა, ხმის მიცემის შემდეგ, სხვანაირი შედეგი დადგა. მესის ჯილდოს აზრთა სხვადასხვაობა და პოლემიკა მოჰყვა, უკმაყოფილება არ დამალა მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ნაკრების ლეგენდარულმა მეკარემ იკერ კასილასმა. ესპანელი აღშფოთებული იყო "ლა პულგას" გამარჯვებით FIFA-ს მიერ 2016 წლიდან ორგანიზებულ დაჯილდოებაზე, მან სოციალურ ქსელში ირონიული პოსტი გაავრცელა.

თქვენ ქმნით სასიამოვნო პრიზებს და არ აძლევთ მათ, ვისაც ეკუთვნის, საქმეს სამართლიანად არ უდგებით. ამ დაჯილდოების სახელად "ღიმილი" უფრო მომწონს, ღამე მშვიდობისა. - დაწერა კასილასმა X-ზე

ერლინგ ჰოლანდმა და ლეო მესიმ 48-48 ხმა დააგროვეს, თუმცა, რადგან არგენტინელს უფრო მეტმა კაპიტანმა მისცა ხმა, "THE BEST"-ის ჯილდო სწორედ მას დარჩა. მადრიდის "რეალის" ყოფილმა მეკარემ გააკრიტიკა ის სქემაც (1-3-3-4), რომლის მიხედვითაც FIFPro-ს წლის სიმბოლური გუნდი იყო შედგენილი.

1-3-3-4? ეს არ არის ლატარიის ნომერი, არც რომელიმე ქვეყნის კოდია, არც ჩემი აიფონის პაროლი - ეს ახალი საფეხბურთო სქემაა, შემდეგი სიმბოლური გუნდისთვის შეგიძლიათ 1-10 სქემა გამოიყენოთ - წერს იკერ კასილასი

სხვა სტატიები