Belive

იგორ ტიაგოს დამატება ჩელსის, მადრიდის ატლეტიკოსა და კიდევ რამდენიმე გრანდს სურს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

„ბრენტფორდს“ იგორ ტიაგოს შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

ESPN-ის ჟურნალისტის, ფელიპე სილვას ინფორმაციით, ბრაზილიელი თავდამსხმელის სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან მადრიდის ატლეტიკო, ჩელსი, იუვენტუსი და მილანი. ცნობილია, რომ ყველა მათგანმა უკვე მოიპოვა საწყისი ინფორმაცია ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

ბრენტფორდი საკუთარ ლიდერთან იოლად გამოთხოვებას არ აპირებს. ლონდონური კლუბი ფეხბურთელს დაახლოებით 80 მილიონი ფუნტად აფასებს. გუნდმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ბრაზილიელს დაბალ ფასად არ გაყიდიან. 

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრენტფორდის მოთხოვნილ თანხას იტალიური კლუბები დაეთანხმებიან. შესაბამისად, დღეს უფრო სავარაუდო სცენარად განიხილება ბრაზილიელი ფორვარდის ინგლისის პრემიერ ლიგაში დარჩენა. იტალიური კლუბებისგან განსხვავებით მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელის ყიდვის რესურსები გააჩნია. 

იგორ ტიაგო მიმდინარე სეზონში ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელია. მან პრემიერ ლიგის 34 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა და ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილს იკავებს. სწორედ ასეთი შედეგიანობა ხდის მას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ფეხბურთელად.

სხვა სტატიები