Belive

IFFHS-ის ვერსიით ვილი სანიოლი 2024 წლის 10 საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელს შორის მოხვდა

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელად ლუის დე ლა ფუენტე დაასახელა (კარიერაში პირველად).

6 ქულით მე-9 ადგილი დაკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, რომელმაც ათეულში მარსელო ბიელსას აჯობა.

სანიოლთან ერთად საქართველოს ნაკრებმა წელს ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა და მერვედფინალში გასვლაც შეძლო.

2024 წლის 10 საუკეთესო მეკარე IFFHS-ის ვერსიით:

  1. ლუის დე ლა ფუენტე - 274 ქულა

  2. ლიონელ სკალონი - 148 ქულა

  3. დიდიე დეშამი - 35 ქულა

  4. გარეტ საუტგეიტი - 26 ქულა

  5. ემერე ფაე - 18 ქულა

  6. იულიან ნაგელსმანი - 17 ქულა

  7. ნესტორ ლორენცო - 14 ქულა

  8. ვინჩენცო მონტელა - 8 ქულა

  9. ვილი სანიოლი - 6 ქულა

  10. მარსელო ბიელსა - 5 ქულა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელებს 1996 წლიდან ავლენს. 2023 წელს IFFHS-მა საუკეთესოდ ლიონელ სკალონი დაასახელა. რეკორდი ვისენტე დელ ბოსკეს ეკუთვნის, რომელიც პირველ ადგილზე 4-ჯერ გავიდა.

სხვა სტატიები