Belive

"იბერიის წინააღმდეგ თამაში რთული იყო" - მიალბის მწვრთნელი

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იბერია 1999 კონფერენს ლიგის მე-2 ტურის შეხვედრაში საკუთარ არენაზე მიალბის დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველი გოლი 55-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ გაიტანა, 89-ე წუთზე კი ანგარიში ტომ პეტერსონმა გაათანაბრა.

მატჩის შემდეგ მიალბის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეას ბრენსტრომმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

იბერია 1999 მთელი თამაშის განმავლობაში კარგად გამოიყურებოდა, ისინი ბურთს კარგად ფლობდნენ და სწორედ ამიტომ მათ წინააღმდეგ პრესინგის თამაში რთული იყო.

პირველ ტაიმში მოწინააღმდეგემ ბევრი პრობლემები შეგვიქმნა და რამდენიმე კომპონენტში გაგვიჭირდა. მეორე ტაიმი უკეთესად დავიწყეთ, მაგრამ მათ თავიანთი შეტევით კარგად ისარგებლეს და პენალტი მოიპოვეს.

იბერია დაცვაში კარგად იდგა, ჩვენ არაერთი შეტევის მცდელობა გვქონდა და ბევრს ვურტყამდით, საბოლოოდ შევძელით გოლის გატანა, რა თქმა უნდა ამდენი მომენტის ვერ გამოყენების გამო იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ფეხბურთი ასეთია და უნდა შევეგუოთ. - ანდრეას ბრენსტრომი - მიალბის მთავარი მწვრთნელი

იბერია 1999 2 ტურის შემდეგ კონფერენს ლიგაზე 1 ქულით 29-ე პოზიციაზეა.

მათი მომდევნო მატჩები ასე გამოიყურება:

  • 26 ოქტომბერი - იბერია 1999 : ქუთაისის ტორპედო

  • 31 ოქტომბერი - დინამო თბილისი : იბერია 1999

  • 6 ნოემბერი - კოპენჰაგენი : იბერია 1999

სხვა სტატიები