Belive

იამაიკის მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

იამაიკის მთავარმა მწვრთნელმა სტივ მაკლარენმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. ინგლისელმა სპეცილიასტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც მისმა გაწვრთნილმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ვერ შეძლო და გადამწყვეტ მატჩში კურასაოსთან ვერ მოიგო (0:0), მათ აღნიშნულ შეხვედრაში ხელს მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ.

სტივ მაკლარენი იამაიკის მთავარ მწვრთნელად 18 თვე მუშაობდა გუნდს 23 მატჩში უხელმძღვანელა, რა დროშიც 11 შეხვედრა მოიგო, 6 ფრედ ითამაშა, 6-ში კი მისი ნაკრები დამარცხდა.

წასვლასთან დაკავშირებით მწვრთნელმა თავად განაცხადა:

ბოლო 18 თვის განმავლობაში ამ საქმეში ყველაფერი ჩავდე. ამ გუნდში მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო, მაგრამ ფეხბურთი შედეგებზეა დაყრდნობილი და მიზანი, რასაც ჯგუფიდან გასვლა ერქვა ვერ მივაღწიეთ.

ლიდერის პასუხისმგებლობაა წინ წავიდეს და მიიღოს გადაწყვეტილებები გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე. ბევრი ფიქრისა და იმის შეფასებების თუ სად ვართ და სად უნდა წავიდეთ, გადავწყვიტე, დავტოვო იამაიკის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. - სტივ მაკლარენი

იამაიკას კვლავ აქვს შანსი, მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატზე, ისინი ნახევარფინალში არიან, სადაც მათ გარდა ითამაშებს ბოლივია, ახალი კალედონია და სურინამი. ფინალში გასვლის შემთხვევაში იამაიკის მეტოქე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ან ერაყი იქნება.