Belive

იაია ტურემ უკრაინაში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტის" ყოფილმა ვარსკვლავმა - იაია ტურემ, უკრაინაში სამწვრთნელო კარიერა დაიწყო. "ქალაქელთა" ყოფილი ნახევარმცველი დონეცკის "ოლიმპიკის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ 37-წლის ტურე სწორედ იმ ქალაქში დაბრუნდა სადაც 2003 წელს, მისი პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა ფაიწყო. დონეცკის "ოლიმპიკი" უკრაინის პრემიერ ლიგაში მე-7 პოზიციაზე იმყოფება. კლუბის მესვეურები იმედოვნებენ, რომ ტურეს პროფესიონალიზმი და საფეხბურთო კარიერის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილება, კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

"დონეცკში ჩემი პროფესიონალური კარიერა დავიწყე. რა თქმა უნდა "ოლიმპიკი" "მეტალურგი" არაა მაგრამ, შესანიშნავად მახსოვს, რომ დონეცკში მეგობრული და კარგი ადამიანები ცხოვრობენ. ადგილობრივი მენტალობით აღფრთოვანებული ვარ." "გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი აგენტი გაოცებული დარჩა, როდესაც გაიგო, რომ უკრაინაში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას ვგეგმავდი. აგენტის გაკვირვების მიუხედავად, ჩემს გადაწყვეტილებაში მტკიცე და შეუვალი ვარ. მარტივი არაა აღმოაჩინო გარემო, სადაც მეგობრულ ატმოსფეროსა და სიმშვიდეში შეძლებ სამწვრთნელო ცოდნის ამაღლებას", - აღნიშნა იაია ტურემ.

სხვა სტატიები