Belive

იაია ტურე ფეხბურთს უბრუნდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი იაია ტურე "ტოტენჰემის" აკადემიის მწვრთნელი გახდა. პრემიერლიგის სამგზის გამარჯვებულმა დეკემბრის შემდეგ, კლუბთან ერთად არაოფიციალურად დიდი დრო გაატარა. ტურემ ამ ზაფხულს დაასრულა თავისი სამწვრთნელო კურსი უელსის ფეხბურთის ასოციაციაში და ახლა უკვე საკუთარი ასაკობრივი ჯგუფი ეყოლება. ყოფილმა ფეხბურთელმა 2021 წლის დასაწყისში კრის რემზისთან ერთად "ქუინს პარკ რეინჯერში" იმუშავა. მან ასევე მწვრთნელის როლი დონეცკის "შახტარში", უკრაინის პრემიერ ლიგაში და "ახმატ გროზნოში", რუსეთის პრემიერ ლიგაში მოირგო.

სხვა სტატიები