ჰოლანდის მამამ დაასახელა გუნდები, სადაც შესაძლებელი იყო, რომ ერლინგი გადასულიყო
,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის მამამ, ალფ-ინგე ჰოლანდმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი შვილის გადაბირებით არაერთი გრანდი ინტერესდებოდა:
,,ჩვენს სიაში ,,მანჩესტერ სიტი'' პირველი იყო, ,,ბაიერნი'' - მეორე, ,,რეალი'' - მესამე, ,,პარი სენ ჟერმენი'' კი - მეოთხე.
ასევე, განვიხილეთ სხვა ინგლისურ გუნდში გადასვლის შესაძლებლობაც, მათ შორის ,,ლივერპულსა'' და ,,ჩელსიში''. იყო ,,ბარსელონას'' ვარიანტიც. ჩვენ ამ კლუბებს თანაბარ დონეზე ვაყენებდით,'' - განაცხადა ალ-ინგე ჰოლანდმა.
მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
ნორვეგიელმა თავი პრემიერლიგის მე-7 ტურში, ,,ვულვზთან” მოგებულ მატჩშიც, გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატის პირველ 4 გასვლით თამაშში შეძლო.