Belive

ჰოლანდი: ,,ჩემი სუპერ ძალა გოლების გატანაა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა, ,,ლაიფციგთან'' მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენ ყველა მატჩში საუკეთესო თვისებები უნდა გამოვავლინოთ. ვაჩვენეთ, რომ გვყავს საოცარი ფეხბურთელები, რომლებიც სახლში ასეთ რაღაცებს აკეთებენ.

ჩემი აზრით, კიდევ უფრო მეტ ზეწოლას უნდა ვეცადოთ. ხუთი გოლის გატანის შემდეგ, უნდა ვთქვა, რომ ჩემი სუპერ ძალა გოლების გატანაა.

დღეს ვიტყოდი, რომ არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ვმოქმედებდი. პენალტის შესრულებისას, კონცენტრირებული ვიყავი, რომ ბურთი კარში შესულიყო, ისევე, როგორც ყველა გოლის დროს. ვცდილობ, იქ დავარტყა, სადაც მეკარე არ დგას.

როდესაც გვარდიოლამ შემცვალა, მას ვუთხარი, რომ ორმაგი ჰეთ-თრიკის გაფორმება მინდოდა, მაგრამ, რას ვიზამთ?!'' - ჰოლანდის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ლაიფციგს” უმასპინძლა და 7:0 დაამარცხა. მატჩში ,,ქალაქელთა” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა პენტატრიკი გაიფორმა.

ლეო მესისა და ლუის ადრიანოს შემდეგ, ჰოლანდი გახდა მე-3 ფეხბურთელი, რომელმაც ლიგის ერთ შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.

სხვა სტატიები