Belive

ჰარი კეინმა ყველაზე უხერხული მეტოქე დაასახელა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჰარი კეინი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. არაერთი გულშემატკივრის აზრით, კეინი საუკეთესო შემტევია - თუმცა არსებობს ფეხბურთელი, რომლის წინააღმდეგ თამაში ჰარი კეინსაც უჭირს. ინგლისის ნაკრებისა და "ტოტენჰემის" ვარსკვლავი ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჯორჯო კიელინის ასახელებს. ჰარი კეინის მტკიცებით, "ბიანკონერის" ცენტრალური მცველის წინააღმდეგ თამაში მას ყველაზე მეტად გაუჭირდა. "რამდენჯერმე მთხოვეს დამესახელებინა ყველაზე უხერხული მეტოქე, რომლის წინააღმდეგაც მითამაშია. მე კიელინის ვასახელებ, მის წინააღმდეგ რამდენჯერმე ვითამაშე. ასევე გამოვარჩევ ჯონ ტერის. კიელინი უაღრესად გამოცდილია. მან იცის როგორ გამოიყენოს მისი სხეული და პოზიციურად როგორ დაგიდგეს. მის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან მან იცის თუ როგორ აღმოჩნდეს საჭირო დროს საჭირო ადგილზე", - აღნიშნა ჰარი კეინმა. "

სხვა სტატიები