ჰარი კეინი: "მიზანს მარტივად მივაღწიეთ, შეჯიბრის მთავარ ფავორიტებად ვრჩებით"
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. ჯგუფურ ეტაპს საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი დახურავს, შემდეგ კი პლეი-ოფები დაიწყება.
თავის მხრივ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა დაასრულა ინგლისის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო ტურში სლოვენიასთან უგოლო ფრე ითამაშა და ასპარეზობა პირველი ადგილით დაასრულა.
სოციალურ ქსელებში აქტიურად მიდის იმ თემაზე საუბარი, რომ ინგლისს, შემადგენლობის კუთხით შესწევს იმის ძალა, რომ ამ შეჯიბრის მთავარი ფავორიტები იყვნენ, თუმცა პრობლემა მთავარი მწვრთნელი - გარეთ საუთგეიტი, რომელიც ნაკრებს სრულიად უღიმღამო ათამაშებს.
სლოვენიასთან მატჩის შემდეგ, ინგლისელთა ერთ-ერთმა ვარსკვლავმა - ჰარი კეინმა ჯგუფური ეტაპი და საკუთარი ნაკრების თამაშის ხარისხი შეაფასა.
"ეს იყო ჩვენი მიზანი ტურნირის დაწყებამდე. ჯგუფური ეტაპი უნდა დაგვესრულებინა ცხრილის სათავეში და ჩვენთვითონვე გვეკონტროლებინა ჩვენი ბედი.
ვფიქრობ, რომ სლოვენიასთან სხვა თამაშებზე ბევრად უკეთ ვითამაშეთ, თუმცა მთავარი პრობლემა შეტევების დაგვირგვინება იყო.
ამ ტურნირზე ყველა თამაში რთულია. წინ რთული გამოწვევა გველის და ჩვენ გვაქვს საკმარისი უნარი, ასპარეზობა რაც შეიძლება დიდი ხანი გავაგრძელოთ.
შემიძლია გულშემატკივრების იმედგაცრუება მივიღო, ჩვენ ვერ ვიყენებთ შანსებს, მაგრამ ეს ფეხბურთია და მარტივი არასდროს არაფერია..." - ჰარი კეინი
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა ჯგუფში ასპარეზობა 5 ქულითა და პირველი ადგილით დაასრულა.