Belive

ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე რჩება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ნაკრები კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ჩარჩა, ქვეყნის ფეხბურთის კავშირმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის გათავისუფლების გადაწყვეტილება არ მიიღო:

,,მე და ჩემი სამწვრთნელო შტაბი ჩვენს ქვეყანაში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. როგორც გუნდს, შეგვიძლია, რომ იმაზე ბევრად მეტს მივაღწიოთ, ვიდრე ეს კატარში გავაკეთეთ,'' - განაცხადა ფლიკმა.

ჰანსი ფლიკი გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით ,,ბუნდესნაკრებმა'' 19 მატჩი ჩაატარა, 11 მოიგო, 2-ში დამარცხდა, 6 კი ფრედ დაასრულა.

View this post on Instagram

A post shared by Fabrizio Romano (@fabriziorom)

სხვა სტატიები