Belive

ჰალკის უძლიერესი დარტყმები მასთან შედარებით არაფერია

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

ჯივანილდო ვიეირა დე სოუზა, ასევე ცნობილი როგორც ჰალკი, ცნობილია თავისი გასაოცარი დარტყმის სიძლიერით 35 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა წლების მანძილზე რამდენიმე გასაოცარი მომენტი შემოგვთავაზა, მათ შორის ერთ-ერთია გოლი, რომლითაც  რასისტი ბენფიკას ფანები გააჩუმა.შორი მანძილიდან, 108 კმ/სთ სიჩქარით დარტყმული ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. ეს დარტყმა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძლიერ დარტყმად ითვლებოდა.  

  გამოცდილმა ჰალკმა, რომელიც ახლა ბრაზილიის სერია A-ში თამაშობს, "ატლეტიკო მინეიროსთან" ერთად,  52 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემის გააკეთება შეძლო.         ითვლება, რომ ჰალკის თანამემამულე, რონი ჰებერსონი, იყო მოთამაშე, რომელსაც ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სწრაფი დარტყმა ეკუთვნის. რონის, რომელიც "მიუნხეგლადბახის ბორუსიასა" და "შალკეს" ყოფილი თავდამსხმელის, რაფაელის ძმაა, მარცხენა ფეხის ნაცვლად ნამდვილი "ჩაქუჩი" ჰქონდა. ბუნებრივია, ის წარმოუდგენლად საშიში იყო სტანდარტული სიტუაციებიდან.   ჯერ კიდევ 2006 წლის ნოემბერში, "სპორტინგში" თამაშისას,  გამოავლინა რონიმ ეს უნარი. მან საჯარიმო დარტყმის გატანა  88-ე წუთზე, უძლიერესი დარტყმით შეძლო. არაოფიციალურად ამ დარტყმის სიჩქარე  210,9 კმ/სთ-ია (131,82 mph)

სხვა სტატიები