ჰაკენის ფეხბურთელმა 49 წუთში 5 საგოლე გადაცემა შეასრულა
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ჰაკენმა კლუჟს უმასპინძლა და 7:2 დაამარცხა.
საოცარი მატჩი ჩაატარა შვედური გუნდის შემტევმა, ამორ ლაიუნიმ, რომელმაც 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ტუნისელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს მე-2, მე-18, 24-ე, 35-ე და 49-ე წუთებზე გაატანინა. შესაბამისად, ლაიუნიმ უშუალო მონაწილეობა მისი გუნდის პირველ 5 გოლში მიიღო.
პირველ ტაიმში შესრულებული 4 ასისტის მიუხედავად, 32 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტთან შესვენებაზე საუბრისას, უკმაყოფილება ვერ დამალა:
სიმართლე გითხრათ, გაღიზიანებული ვარ. მთელი კვირა ვსაუბრობდით იმაზე, რომ ბურთი სულელურად არ უნდა დაგვეკარგა და მარტივი გოლები არ უნდა გაგვეშვა... ძალიან მაბრაზებს, რომ დღესაც იმავეს ვაკეთებთ.
მატჩის დასრულების შემდეგ, ლაიუნი უკეთეს ხასიათზე იყო, თუმცა ბოლომდე კმაყოფილი მაინც არ ყოფილა, რადგან, როგორც აღნიშნა, გოლის გატანა თავადაც სურდა.
ჰაკენსა და კლუჟს შორის საპასუხო შეხვედრა მომავალ ხუთშაბათს, 28 აგვისტოს, რუმინეთში გაიმართება.
🚨🇹🇳 Häcken winger Amor Layouni (32) dropped 5 ASSISTS in a Conference League qualifying match against CFR Cluj. 🤯 pic.twitter.com/4Un1QVYgR0
— EuroFoot (@eurofootcom) August 21, 2025