Belive

ჰაიდენჰაიმს ცუდი პერიოდი აქვს | ბუდუ ზივზივაძის შეფასება ფრაიბურგთან

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბუნდესლიგის 21-ე ტურში "ფრაიბურგმა" საკუთარ მოედანზე "ჰაიდენჰაიმი" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ბუდუ ზივზივაძის გუნდს ცუდი პერიოდი უდგას, გუნდმა უკანასნელი 4 შეხვედრა წააგო.

მატჩის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გავიდა და მთლიანად ფრაიბურგის მარჯვენა გარემარბის, იაპონელი რიცუ დოანის დამსახურებაა - აზიელმა ფეხბურთელმა ფლანგზე ბრწყინვალე მოძრაობით მოატყუა ერთი მცველი, თანაგუნდელთან გაითამაშა და საჯარიმოში ისეთი გამოზომილი გადაცემა გააკეთა, რომ იტალიელ ვინჩენცო გრიფოს მხოლოდ ბურთზე თავის დახვედრება ჰქონდა დარჩენილი.

ბუდუ ზივზივაძემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, თუმცა გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცემია. ქართველი თავდამსხმელის შეფასება 6.4-დან 7.1-დე მერყეობს (სხვადასხვა სტატისტიკური საიტის მონაცემებით). ბუდუმ მხოლოდ 13-ჯერ სცადა პასის გაკეთება და 10-ჯერ სუზტად გამოუვიდა, ბურთს კი ჯამში 29-ჯერ შეეხო. ზივზივაძეს ბუნდესლიგაში ჯერ არ გაუტანია.

ჰაიდენჰაიმი გადარცენისთვის იბრძვის, გუნდი გადათამაშების ზონაში, მე-16 ადგილზეა და მომავალ მატჩს "მაინცის" წინააღმდეგ, საკუთარ მოედანზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები