ჰაიდენჰაიმის მორიგი მარცხი - რა შეფასება დაიმსახურა ბუდუ ზივზივაძემ?!
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, "ჰაიდენჰაიმისა" და "გლადბახის" დაპირისპირება შედგა. ჰაიდენჰაიმში გამართული მატჩი მასპინძლების მარცხით, 0:3 დასრულდა.
24-ე ტურის მატჩში, ბუდუ ზივზივაძემ თამაში "ჰაიდენჰაიმის" ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 46 წუთი გაატარა. მასპინძლებმა ქართველი შემტევი მეორე ტაიმის სტარტზე შეცვალეს. მოედანზე გატარებული დროის განმავლობაში, Sofascore-მ ბუდუ ზივზივაძის თამაში 6.6 ქულით შეაფასა.
ბუდუ ზივზივაძე ბურთს 10-ჯერ შეეხო. 8-დან 8 ზუსტი პასი გააკეთა და მეტოქესთან 3-დან 2 დუელი მოიგო.
24-ე ტურში განცდილი მარცხის შემდეგ "ჰაიდენჰაიმის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. კლუბი 15 ქულით მე-17 ადგილს იკავებს და გასავარდ ზონაში იმყოფება.