გვარდიოლას პირველი კომენტარი ლეო მესის წასვლასთან დაკავშირებით
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"ჩვენ ვფიქრობდით, რომ ლეო ბარსელონაში დარჩებოდა და ჯეკ გრილიში შევიძინეთ, რომელიც 10-ნომრიან მაისურს მოირგებს. ამჟამად, ლეო ჩვენს გეგმებში არ შედის", - განაცხადა გვარდიოლამ."სიტის" მესის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდა, თუმცა "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, ბართომეუ, არგენტინელის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხას ითხოვდა. მესიმ სასამართლოში დავას გუნდში დარჩენა ამჯობინა, თუმცა საბოლოოდ, მისი გეგმა, კატალონიაში კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით, მაინც არ განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ "სიტიმ" ჯეკ გრილიშის სანაცვლოდ £105.75 მილიონი გადაიხადა.